ახალი პროექტი „მედიის გასაღები“

ახალი მედია-პლატფორმა, რომელიც განსაკუთრებით მოზარდების მშობლებისთვის იქნება საინტერესო.

„მედიის გასაღები“, – ასე ჰქვია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებულ ახალ პროექტს, რომელიც ბავშვებს ფილმების და მულტფილმების გააზრებაში უნდა დაეხმაროს. ფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ვებ-გვერდის მიზანი მოზარდებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობაა. ონლაინ-პლატფორმაზე ქართული და უცხოური ფილმების და ანიმაციური ნამუშევრების შესახებ არაერთი საინტერესო ინფორმაცია განთავსდება, რომელიც მშობლებს და მასწავლებლებს მოზარდებთან ფილმების შინაარსის გარშემო და მათ პოზიტიურ თუ ნეგატიურ მხარეებზე საინტერესო დისკუსიის გამართვის საშუალებასაც მისცემს.