ორგანიზაცია „სამართლებრივი სახელმწიფოსთვის“ „შავი სია“

15:44, 10.01.2022

თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით, ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია იქმნება. ინიციატორები არიან სამოქალაქო აქტივისტები და ადვოკატები. ორგანიზაციის სახელია „სამართლებრივი სახელმწიფოსთვის“. მისი წევრები აცხადებენ, რომ შექმნილია ელექტრონული პორტალი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, ანონიმურად ატვირთოს მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები.

მსგავსი