ახალგორის გამგებლის განცხადება

ახალგორის გამგებლის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილ ე.წ. შავ სიაში ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობენ. ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმი შიშობს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებულებმა რაიმე ტიპის ინფორმაცია არ გაიტანონ და ამიტომ გაუმკაცრეს მათ გადაადგილებაზე შეზღუდვა.

თინიკაშვილის განცხადებით, ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებულია.