პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მოუწოდებს მბრალდებელ პირებს წარმოადგინონ არგუმენტები და ფაქტები.
სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ის დღეს პროკურატურას საქმიანობის შესახებ არგუმენტირებულ დოკუმენტაციას წარუდგენს. სოსო გიორგაძემ პირადობის გაცემის მექანიზმებიც განმარტა. მისი თქმით, დოკუმენტის დამზადება სისტემატიზირებულია და პროგრამულად სამმაგ კონტროლს გადის.