ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხი

სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობასა და ფერეიდნელ ქართველებს შორის, ბინადრობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებითა შეხვედრა გაიმართა. იუსტიციის სახლში შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აუდიენციის მონაწილეებმა განაცხადეს, სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან მიიღეს პასუხი, რომ სააგენტო მოქმედებს კანონიდან გამომდინარე, შესაბამისად, მათი მხრიდან რაიმე დისკრიმინაციას არ აქვს ადგილი. აქედან გამომდინარე, ფერეიდნელმა ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ შემდეგი შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაიმართოს, რათა გაარკვიონ, თუ რატომ იყენებს სახელმწიფო ფერეიდნელი ქართველებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებისას მე-18 მუხლს, რაც გულისხმობს, რომ პირის ქვეყანაში ყოფნა მიზანშეუწონელი და ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.