სენაკის მუნიციპალიტეტში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ჩვილი ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში იპოვეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ინფორმაციით, ახალშობილს თავის არეში დაზიანება ჰქონდა მიყენებული.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ჩვილის ცხედარი ამ დროისთვის ქუთაისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს.