ხიდის გარეშე დარჩენილი სოფლები 

ორი სოფელი დამაკავშირებელი ხიდის გარეშე.

უკვე ორი წელია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონის მოსახლეობა სოფელ პერტულს შემოვლითი გზით უკავშირდება. მოსახლეობას უჭირს გადაადგილება ტაძრის, სასაფლაოს და იმ ფერმის მიმართულებით, სადაც ისინი დასაქმებულები არიან. ვითარებას ართულებს ცვალებადი ამინდი, რის გამოც შემოვლითი გზის გამოყენებაც შეუძლებელი ხდება.

კიდევ რა პრობლემები აქვთ ადგილობრივებს და როდის აპირებს ხელისუფლება მათ მოგვარებას, – ნახეთ „მოამბის“ რეპორტაჟი.