ინფრასტრუქტურული პრობლემები სენაკის მუნიციპალიტეტში
გეჯეთი ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი სოფელია სენაკის მუნიციპალიტეტში. ის მდინარე ტეხურის სანაპიროზეა გაშლილი. სოფელში ინფრასტრუქტურული პრობლემებია და მოსახლეობა წლებია ამ პრობლემების მოგვარებას უშედეგოდ ითხოვს.