გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე 

დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა – გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხის შემდეგ, პროკურატურა საქმის კვალიფიკაციას ამძიმებს და აზუსტებს.

დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა, ექსპერტიზით დგინდება, რომ ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები თითქმის მთელ სხეულზე.

ხათუნა გაგნიძე დეტალებით.