სენაკის მუნიციპალიტეტში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

18:19, 14.04.2018

სენაკის მუნიციპალიტეტში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ჩვილი ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში იპოვეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ინფორმაციით, ახალშობილს თავის არეში დაზიანება ჰქონდა მიყენებული.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ჩვილის ცხედარი ამ დროისთვის ქუთაისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

მსგავსი