საზოგადოება ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს ემშვიდობება

საზოგადოება ლეგენდარულ მსახიობსა და მომღერალს ემშვიდობება. ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა.

50-იანი წლების ბოლოს ფილარმონიის სოლისტობით დაწყებული შემოქმედებითი მოღვაწეობა მალე ანსამბლ „დიელოთი“ გაგრძელდა, შემდეგ იყო „ორერას“ სოლისტობა და პარალელურად კინო-ეკრანზე შექმნილი დასამახსოვრებელი და ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები. ჩვენს რეპორტაჟში ქართული კინოს გამორჩეული სახე, ქალაქური სიმღერების ასევე გამორჩეული შემსრულებელი და სახალხო არტისტი თავად ჰყვება განვლილ ცხოვრებაზე, მაყურებლისთვის საყვარელ კინოგმირებზე, ცნობილ ფრაზებზე და იმ სიმღერების შექმნის ისტორიაზე, რომლებიც ყველამ ზეპირად ვიცით.