ზურაბ ანჯაფარიძეს დღეს 95 წელი შეუსრულდებოდა

15:30, 12.04.2023

ზურაბ ანჯაფარიძეს დღეს 95 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში ქართველი მომღერლის, აღიარებული ტენორის, საქართველოს სახალხო არტისტის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ. მათ მომღერლის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

მსგავსი