ვახტანგ კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი

ვახტანგ კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში. საქართველოს სახალხო არტისტს, ცნობილ კინომსახიობსა და მომღერალს ხვალ დაკრძალავენ. მას თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და შემდეგ, მისივე ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.

ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.