მანანა დოიჯაშვილის დაკრძალვა

საზოგადოებამ დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილა მანანა დოიჯაშვილი. ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი, პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამოქალაქო პანაშვიდი კონსერვატორიაში გაიმართა.

მანანა დოიჯაშვილი ვაკეში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.