დამშვიდობება ვახტანგ კიკაბიძესთან

21:47, 19.01.2023

ემოციური კადრები თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან და დამშვიდობება ლეგანდარულ მსახიობთან და მომღერალთან.

ვახტანგ კიკაბიძე დღეს მისი ცნობილი კინოროლების, სიმღერების და უწყვეტი ტაშის ფონზე გააცილეს. დარბაზი სახალხო არტისტის შემოქმედების თაყვანისმცემლებით იყო სავსე. სწორედ „ორერას“ კონცერტს უმასპინძლა წლების წინ ახლად გახსნილმა ფილარმონიამ პირველად.

სახალხო არტისტი ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.

მსგავსი