დამშვიდობება გოგი ხარაბაძესთან

საზოგადოება გოგი ხარაბაძეს დაემშვიდობა.

კინოსა და თეატრის მსახიობი, სახალხო არტისტი, რეჟისორი და მწერალი გოგი ხარაბაძე სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. მსახიობი მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. გოგი ხარაბაძეს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რუსთაველის თეატრის სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული.

მსახიობი და რეჟისორი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.