გამოთხოვება ომარ მხეიძესთან

დღეს საზოგადოება ცნობილ ქართველ მოცეკვავეს დაემშვიდობა.

საქართველოს სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე ომარ მხეიძე დაკრძალეს. სამი ათეული წელი ცნობილ ანსამბლში, გასტროლები მსოფლიოს 87 ქვეყანაში, არაერთი ჯილდო, წოდება და საყოველთაო აღიარება – „სუხიშვილების“ სოლისტი ქაშვეთის ტაძრიდან გამოასვენეს.