დღეს და ხვალ, 17 და 18 იანვარს სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში იმართება. საქართველოს სახალხო არტისტს, მომღერალს და კინომსახიობს 19 იანვარს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და საკუთარი ანდერძის შესაბამისად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.
ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.