ევროკავშირის ქვეყნებში გასატანი ქართული პროდუქტების ჩამონათვალი შესაძლოა გაიზარდოს.
ამ პერსპექტივაზე თბილისში ჩამოსული ევროკომისარი საუბრობს. ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს ევროპულ დახლებზე უფრო მეტი ქართული პროდუქციის ნახვა სურს.
სესელია მალსტრომმა დღეს პირადად ქართველი მეწარმეებისგან მოისმინა პრობლემები, რომლებსაც ისინი ევროპის ქვეყნებში საკუთარი პროდუქტების გატანის და რეალიზაციის დროს აწყდებიან. მითუმეტეს, რომ საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის პირველ-ორ თვეში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მაჩვენებელი შედარებით შემცირებულია.