საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი დოკუმენტი

12:12, 27.03.2024

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღეს ევროკავშირის ქვეყნების ეროვნულმა პარლამენტებმა. ტექსტში წერია, რომ მხარს უჭერენ გაფართოების პროცესს, როგორც გეოსტრატეგიულ ინვესტიციას მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, დოკუმენტი გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც უკრაინის უფლებას, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.

 

მსგავსი