სესილია მალმსტრომის ვიზიტი 

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე მიღწეული კონკრეტული შედეგები და საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია.

ამ მიმართულებებზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა.  ბახტაძის განცხადებით, საუბრისას, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის ინიციატივები ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, ეკონომიკური მოდერნიზაციის, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებებით, ასევე მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის კუთხით. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან, სულ უფრო იზრდება  კომპანიების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებენ.