საქართველოს პირველი არხის სტრატეგიის პრეზენტაცია

 მზად არის საქართველოს პირველი არხის განვითარების სტრატეგია. დოკუმენტში გაწერილია ის მიზნები და ამოცანები, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ტექნოლოგიური განვითარების, კონკურენციისა და აუდიტორიის მოთხოვნების ზრდის ფონზე მნიშვნელოვანი როლის შესრულებაში უნდა დაეხმაროს. „ჩვენთვის, თითოეულისთვის, უყურე და უსმინე ქართულს“ – ამ სლოგანით შემუშავებულ სტრატეგიაში პრიორიტეტებად დასახელებულია ქართული ორიგინალური გადაცემების, ტელესერიალებისა და დოკუმენტური ფილმების წარმოება, მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დანერგვა, გადამოწმებული ობიექტური ინფორმაციის გავრცელება, მოვლენების სიღრმისეული გაანალიზება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. საკუთარი ხედვის გადმოსაცემად საქართველოს პირველმა არხმა საიმიჯო ვიდეორგოლიც შექმნა.