ერთობლივი კომისიის სხდომა

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივებსა და საინვესტიციო ურთიერთობების, ასევე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებსა და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე.