ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციას ეწვია. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრობის გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე ისაუბრეს, ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობები.
აღინიშნა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ისტორიული კავშირი და მზარდი ეკონომიკური ურთიერთობები, რასაც ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამყარებს.