ესპანეთის მთავრობის გამოხმაურება

12:16, 04.03.2026

ტრამპის გამოსვლას უპასუხეს ესპანეთშიც. მთავრობის განცხადებით, ქვეყანა ასრულებს თავის ვალდებულებებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის ტერიტორიის დაცვაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ესპანეთი 195 ქვეყნისთვის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის, სანდო პარტნიორია. ასევე ნათქვამია, რომ თუ ტრამპის ადმინისტრაციას სავაჭრო ურთიერთობების გადახედვა სურს, მათ ეს უნდა გააკეთონ კერძო კომპანიების ავტონომიის, საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ორმხრივი შეთანხმებების პატივისცემით. მთავრობაში ამბობენ, რომ ესპანეთი იმუშავებს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთაშორისო სამართლის დაცვაზე.

დონალდ ტრამპისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა

მსგავსი