დონალდ ტრამპისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა

„ჩვენ საქმე არ გვაქვს უინსტონ ჩერჩილთან,“ – განაცხადა ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე საუბრისას. ფრიდრიხ მერცთან თეთრ სახლში შეხვედრის დროს დონალდ ტრამპს ევროპელი მოკავშირეების შესახებ აზრი ჰკითხეს. მან უპასუხა, რომ „ზოგიერთი მოკავშირით კმაყოფილია, ზოგით კი – არა“.

ტრამპმა ყურადღება გაამახვილა დიდ ბრიტანეთზე და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნით „უკმაყოფილოა“. ამასთან, მან თქვა, რომ შეერთებული შტატები ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შეწყვეტს. ტრამპმა ხაზგასმით განაცხადა, რომ არ სურს ესპანეთთან რაიმე საერთო ჰქონდეს.