კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, იუსტიციის სამინისტრო ეთნიკურ უმცირესობებს მშობლიურ ენაზე ნათარგმნ კანონმდებლობასა და სასწავლო კურსებს სთავაზობს. საკითხზე ადგილობრივებთან შეხვედრა უკვე გაიმართა მარნეულის იუსტიციის სახლში. საკანონმდებლო მაცნე მოქალაქეებს მინისტრის მოადგილემ გააცნო. უწყების ონლაინპლატფორმაზე უკვე წარმოდგენილია აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ნათარგმნი ათობით სამართლებრივი აქტი. სასწავლო ცენტრი ეთნიკურ უმცირესობებს ქართული სამართლის სასწავლო კურსსაც სთავაზობს.