კვლევის პრეზენტაცია

„ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სოციალური ექსკლუზია“ – კვლევის პრეზენტაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ გამართა. კვლევის მიხედვით, რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, რაც ეთნიკურ უმცირესობებს აწუხებთ. ესენია – სიღარიბე, სოციალური და რეგიონული უთანასწორობა, განათლების სერვისების ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების უმცირესობების ენაზე თარგმნისა და შესაბამისი ადმინისტრაციული პრაქტიკების, ასევე საჯარო და კერძო დასაქმების პოლიტიკაში ეთნიკური უმცირესობებისთვის პოზიტიური მიდგომების არარსებობა. ეთნიკური უმცირესობების სუსტი პოლიტიკური მონაწილეობა, რომელიც ამ მიმართულებით პოლიტიკის ცვლილებების შესაძლებლობებს ამცირებს. ღონისძიებას ეთნიკური უმცირესობები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.