საქართველოსა და აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლების თანამშრომლობა

აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლის დელეგაცია საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორს შეხვდა. სტუმრებმა დაათვალიერეს მაუწყებლის სტუდიები, ახალი ცენტრალური საეთერო, ინტეგრირებული ნიუსრუმი და ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა დეპარტამენტთან, მათ შორის, ჯგუფთან – „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის ამოცანაა საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველდღიურ საქმიანობაში მათი ჩართულობა და მაუწყებლის წარმოებულ მედიაპროდუქტებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრირების უზრუნველყოფა.