სასწავლო კურსი

„ინკლუზიური ტურები და მისაწვდომი სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ – ამ სახელწოდებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტრენინგები გამართა. სასწავლო კურსი თბილისში, გორში, კასპში, თელავში, ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ონსა და ახალციხეში ჩატარდა. მონაწილეებს აშშ-დან მიმართა საერთაშორისო კონსულტანტმა მარია დე ლორდეს არეოლამ და გამოცდილება გაუზიარა.

სასწავლო კურსი განთავსების, კვების ობიექტებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელთათვის და გიდებისთვის გაიმართა. ტრენინგებს ჯამში 250 მონაწილე ჰყავდა. მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სერტიფიკატი გადაეცა.