სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში

შეწყვეტილი სადავო მშენებლობის თემა ისევ აქტიურდება.

საქმე ეხება ვაკის პარკში კომპანია „ტიფლის დეველოპმენტის“ მიერ სასტუმროს აშენებას. ხუთი წლის წინ თბილისის მაშინდელმა მთავრობამ სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე ნებართვა გასცა, თუმცა მწვანე საფარის და სარეკრეაციო ზონის განადგურების მიზეზით გარემოსდამცველებმა აქციები დაიწყეს, რის შემდეგაც პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლა. მრავალწლიანი დავის შემდეგ მშენებლობის შესაძლო გაგრძელების საკითხი დღის წესრიგში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დადგა.