ლევან ხაბეიშვილის განცხადება

უნებართვო მშენებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისში, სუხიშვილის ქუჩის დასაწყისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი უკანონოდ აშენდა, რადგან რვასართულიანი კორპუსი მდებარეობს სარეკრეაციო ზონაში. თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, შპს „ . დეველოპმენტმა“ უკანონო მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და აღნიშნული სამშენებლო კომპანია თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, რამდენჯერმე, ჯამში 575 000 ლარით დაჯარიმდა. მერიის განცხადებით, საქმის წარმოება აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის არის გადაცემული.