განახლებული რეგიონების პროექტი - სამუშაოები ლაგოდეხში

„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ლაგოდეხში სამუშაოები მიმდინარეობს.

პროგრამის ფარგლებში ქალაქში ოთხ ჰექტარზე ახალი მრავალფუნქციური სარეკრეაციო ზონა ეწყობა. ახალი სივრცე მოიცავს როგორც დასასვენებელი, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას. დასრულების ეტაპზეა საირიგაციო სისტემისა და სკეიტ-პარკის მოწყობის სამუშაოები, უნდა დამონტაჟდეს გარე განათება და ჩატარდეს გამწვანებითი სამუშაოები.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.