სასამართლოში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის საქმე განიხილება

საქალაქო სასამართლო ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის აღკვეთ ღონისძიებას განიხილავს.

საგამოძიებო უწყებამ გეგა გეგეშიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქმე სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებას ეხება. სასამართლოსთან დღეს გეგეშიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.