მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი წერილს ავრცელებს

ზურაბ დათუნაშვილი სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს. მოჭიდავე აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია უცვლელია.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გეგა გეგეშიძის გადადგომას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დათუნაშვილი კარიერის დასრულებას ან სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლას აპირებს.

შეგახსენებთ, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის გამო გეგა გეგეშიძე დააკავეს. თუმცა სასამართლომ მას გირაოს სახით 5 ათასი ლარი შეუფარდა.