ზურა დათუნაშვილის მიმართვა

ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი მთავრობას, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს მისი პრობლემით დაინტერესებას სთხოვს.

ტიტულოვანი სპორტსმენი ამბობს, რომ არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ის არჩევანის წინაშე დგას – ან დაასრულოს კარიერა, ან იფიქროს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე.

მოჭიდავე აცხადებს, რომ მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად გეგა გეგეშიძე კვლავ რჩევა, რაც მისი აზრით, მიუღებელია და რიგი პრობლემების მოგვარების ნაცვლად, დამატებით პრობლემას ქმნის.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის განაცხადებით, გეგეშიძის გადაყენების საკითხს ჭიდაობის ფედერაცია წყვეტს.