პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული „გირჩი – მეტი თავისუფლების“ აქტივისტები – ბადრი გრიგალაშვილი და ზურაბ ხომერიკი გაათავისუფლეს. მათი დაკავებიდან 48 საათი გავიდა. სასამართლო პროცესი კი, გორის რაიონულ სასამართლოში გადაიდო, რადგან მოსამართლემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია და პოლიციას სამხრე კამერების ჩანაწერები მოსთხოვა. აქტივისტები პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა, მათ პოლიციელების დაუმორჩილებლობას ედავებიან. ბადრი გრიგალაშვილმა და ზურაბ ხომერიკმა გორის პოლიციის შენობის პიკეტირება სცადეს, ისინი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.