ოპოზიციის განცხადება

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს განცხადებით ეხმაურებიან. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ 19-21 ოქტომბერს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ, ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ არასწორი ქმედებების გამო, ქვეყანამ სტატუსი შესაძლოა ვერ მიიღოს, რადგან რეკომენდაციებთან მიმართებით, მმართველმა გუნდმა ნაბიჯების გადადგმა უკვე დააგვიანა. წერილის ხელმომწერების თქმით, აღნიშნული ვარაუდის საფუძველს წარმოადგენს ფაქტი, რომ ნაწილ პუნქტებთან დაკავშირებით, ევროკავშირი ელოდება არა მხოლოდ გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ რეალურ, პრაქტიკულ შედეგებს, რაც საჭიროებს დროში დაკვირვებას.