სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები ხვალისთვის დაანონსებულ აქციას აუქმებენ და აცხადებენ, რომ მზად არიან 15 თებერვლიდან გაიხსნან. თუმცა, ასევე განმარტავენ, რომ დაელოდებიან ხელისუფლების მხრიდან მომდევნო ნაბიჯებს და თუ ახლო მომავალში სექტორს სრულად გახსნის საშუალება არ მიეცემა, მაშინ პროტესტი 6 თებერვლის ნაცვლად, მოგვიანებით გაიმართება.