გერგეტის სამების ეკლესიაში მიმდინარე სამუშაოები ძეგლს საფრთხეს არ უქმნის – ამის შესახებ განცხადება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გააკეთეს.
მე-14 საუკუნით დათარიღებულ ტაძარში იატაკქვეშა გათბობის სისტემას ამონტაჟებენ, რისთვისაც 2003 წელს დაგებული ფილები აიყარა.