სკოლების რეაბილიტაცია

პანდემიამ შეაფერხა სასწავლო პროცესი.

სკოლები ახლა დისტანციურ რეჟიმზე არიან გადასული. მოსწავლეები სასწავლო დაწესებულებებს სექტემბრიდან დაუბრუნდებიან. კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, არ შეჩერებულა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. განახლებულ სასწავლო სეზონს სკოლების ნაწილი რეაბილიტირებული შენობებით შეხვდება, მათ შორისაა ისტორიული შენობები, სადაც სარემონტო სამუშაოები წლებია არ ჩატარებულა.ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი ახალი სკოლები შენდება.