ენგურჰესი ჩერდება

საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური ჩერდება. 20 იანვრიდან იწყება ენგურჰესის სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოები. ეკონომიკის მინისტრმა საკითხი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო სარემონტო პროექტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის რემონტია. გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ჰიდროელექტროსადგური სრულად უნდა გაჩერდეს. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება უნდა მოხდეს.