საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური ჩერდება. 20 იანვრიდან იწყება ენგურჰესის სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოები. ეკონომიკის მინისტრმა საკითხი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო სარემონტო პროექტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის რემონტია. გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ჰიდროელექტროსადგური სრულად უნდა გაჩერდეს. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება უნდა მოხდეს.