ახალი ჰიდროელექტროსადგური ახალქალაქში

ახალქალაქში ჰიდროელექტროსადგური გაიხსნა. მცირე ზომის კასკადური ტიპის ჰესი მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე მდებარეობს. ჰიდროელექტროსადგური „კავკასიის განახლებადი ენერგიის“ ჰოლდინგმა განავითარა, მთავარი ფინანსური მხარდამჭერი კი „თიბისი ჯგუფია“.

ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.