სარეაბილიტაციო სამუშაოები

მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ნაწილის სარემონტო სამუშაოები დაიწყო. პროცესი რვა თვის განმავლობაში გაგრძელდება. სადგურის რეაბილიტაცია თანხვედრაში იქნება ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, ასე განახლდება თანამედროვე სტანდარტებით მეტროსადგურის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. მწვანე კედელი.

მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 4.2 მლნ ლარია, შპს „ბადა გრუპი“ შეასრულებს, პროექტზე კი შპს „არტ სტუდიო პროექტმა“ იმუშავა. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე კახა კალაძეც გაეცნო.