საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა

 ახალ სასწავლო სეზონს რამდენიმე სკოლა ახალი შენობით შეხვდება. მათ შორის იქნება კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, რომელიც სექტემბრიდან ორი ფილიალით იქნება წარმოდგენილი. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც მიმდინარეობს. სწავლის დაწყების პარალელურად, დაგეგმილია იმ სკოლების შენობების შემოწმება, რომელთა რეაბილიტაცია მომდევნო ეტაპზე იგეგმება.