კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის შედეგებს დღეს თბილისის მერი მოადგილესთან ერთად გაეცნო. სამუშაოების ფარგლებში სრული რეაბილიტაცია 3 კილომეტრიან გზას ჩაუტარდა, განახლდა ინფრასტრუქტურა. პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.