გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

18:30, 02.09.2024

დასრულდა ქალაქ ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში, განახლდა გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონები. ასევე, საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

მსგავსი