რვა წლის დათი ქოქრაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოების დახმარებაა საჭირო. ის შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაშია. მესამე კლასის მოსწავლე ამჟამად ისრაელში მკურნალობს. იმისთვის რომ დათიმ იცოცხლოს, საჭიროა 500 000 დოლარი. დახმარების მსურველებს ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა შეუძლია ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე. თითოეულ ლარს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.