საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან. მსოფლიო დონის ექსპერტები თბილისში საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან. „კოსმოსური მსუბუქი კონსტრუქციები და რეფლექტორული ანტენები“- ამ სახელწოდების კონფერენცია ცოტა ხნის წინ განათლების, მეცნიერების და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კონფერენციის მასპინძელმა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნეს.

საერთაშორისო ღონისძიება ორბიტაზე  პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გაყვანას ეძღვნება. განსახილველ თემებს შორის არის კონცეფციები და მაღალტექნოლოგიური გონიერი მასალები.

კონფერენციაში  მონაწილეობენ ამერიკის, საფრანგეთის და გერმანიის წამყვანი კოსმოსური სააგენტოები.

ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.